“ჩემი არჩევანი და ჩემი პრეზიდენტი გლდანის სასაფლაოზეა”- ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი მისი შვილის მკვლელების დასჯაა და არა არჩევნებში ვინმეს მხარდაჭერა:

“2017 წლის პირველი დეკემბრიდან ვიძახი მკვლელები გარეთ დადიანთქო და დღეს კიდე ურცხვად მაბრალებთ არჩევნების გამო ვდგავარ აქ.

ფეხებზე მკიდია თქვენი არჩევნები და მეკიდება ყოველთვის.

ჩემი არჩევანი და ჩემი პრეზიდენტი გლდანის სასაფლაოზეა.

გონს მოდით და პასუხისგებაში მიეცით ყველა დამნაშავე თუ კიდე ნამუსი შეგჩენიათ.

ვიმეორებ ფეხებზე მკიდია თქვენი არჩევნები და თქვენი სკამები.“- წერს ზაზა სარალიძე.