ხელისუფლებამ „კანონიერი ქურდებს“ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და სიტუაციის „დალაგება“ სთხოვა

წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლება კანონიერი ქურდებს რომ აქტიურად ეკონტაქტება ახალი არ არის. სამეგრელოში სიტუაციების დალაგება (და ყველაზე მეტად სამეგრელოში უჭირს ხელისუფლებას) კახა ფარფალიას სთხოვეს, აჭარის რეგიონს მინდია გორაძემ „ლავას ოღლიმ“ უნდა მიხედოს, ხოლო აზერბაიჯანულ დიასპორას – ნადირ სალიფოვმა, იგივე „გულუმ“. ამ უკანასკნელმა ქართული არჩევნები „დაიკიდა“ და შემოთვალა, თქვენთვის არ მცალიაო.

„აზერბაიჯანულ დიასპორაზე სერიოზულად გათვლა აქვს წინა ხელისუფლებასაც. პრაქტიკულად ყველა სოფელში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ, მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა განხორციელდა და აზერბაიჯანელებს მოასმენინეს ექსპრეზიდენტის სიტყვა, სადაც ის მათ ნათელ მომავალს ჰქპირდება. ამან აზერბაიჯანელებზე დიდი გავსლენა მოახდინა. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანელებისთვის სასიკეთო მესიჯები გაგზავნა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელმაც სწორედ მათთვის ისაუბრა და ტიტრები აზერბაიჯანულად მიდიოდა. აზერბაიჯანელების არჩევნებზე გაყვანა მარტივია, მთავარია, ვის მისცემენ ისინი ხმას და ამიტომ ამ კვოტას როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აქტიურად ებღაუჭება“ – ამბობს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ამ კვირიდან ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება იწყება. შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ბენზინი იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს. 

ყველა მძღოლმა იცის, რომ ყველაზე ცუდი ბენზინი „სოკარის“ ქსელში იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად ამ კომპანიას ასეული ათასობით ჯარიმის გარდა, სერიოზული პრობლემები შეექმნება და აზერბაიჯანი მდარე ხარისხის დაწვავს საქართველოში ვეღარ გაყიდის, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დაარტამს. სწორედ ამას ითხოვს ალიევი, რომ ხელისუფლებამ „სოკარზე“ თვალი დახუჭოს და თანხმობა ჯერ არ მიუღია, რადგან ხელისუფლებას არ აქვს გარანტია, რომ სხვა კომპანიები არ აყვირდებიან“ – ამბობს წყარო.

18 ოქტომბერს ბრალის არარსებობის გამო, ნადირ სალიფოვი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, ერთი დღით სადეპორტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ იმის გამო, რომ მისი ექსტრადაცია არცერთმა ქვეყანამ არ მოითხოვა შინ გაისტუმრეს. ვერ გეტყვით, მოხერხდა თუ არა „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ ის ათი დღის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ და საარაუდოდ, სწორედ ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

ქურდებთან მოლაპარაკებების გარდა, ხელისუფლებას ძალიან სჭირდება ხმაურიანი საქმეების გახსნა და შსს საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამიტომ წინასააარჩევნო კვირაში აუცილებლად გაიხსნება რამდენიმე ხმაურიანი საქმე, დაკავებული იქნებიან კარკორეალიზატორები, შეიარეღებული ბანდფორმირებები და რამდენიმე ჩინოვნიკი თუმცა…

წყარო: გაზეთი “ალია”.