მარნეულში 60 წლის ქალი მოკლეს და საკუთარი სახლის სარდაფში დამარხეს

მკვლელობა მარნეულში – 60 წლის ქალი მეზობლებმა საკუთარი სახლის სარდაფში დამარხული იპოვეს. ბასტი მამედოვას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ქალს ოჯახი არ ჰყავდა და მასთან ერთად მხოლოდ მისი ძმისშვილი ცხოვრობდა, რომელიც თავადაც დაკარგულია.

მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ მკვლელი სწორედ ის არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში ღამის საათებში ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.