სად არის პრეზიდენტი?

ამ დრომდე უცნობია სად დაიწყო ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის პირეველი სამუშაო დღე.

როგორც ცნობილია, ათონელის რეზიდენცია ბოლომდე დასრულებული არ არის. ავლაბრის რეზიდენციაში  კი ზურაბიშვილი შესვლას არ აპირებს.

სალომე ზურაბიშვილი არ გამოჩენილა თბილისის არც ერთ სასტუმროში და შესაბამისად, მას არ გაუმართავს არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა ინაუგურაციაზე ჩამოსულ სტუმრებთან.

ერთადერთი პრეზიდენტი- სომხეთის, რომელიც ინაუგურაციაზე ჩამოვიდა, სასტუმრო „ბილტმორში“ იყო გაჩერებული, თუმცა მან სასტუმრო უკვე დატოვა. არმენ სარქისიანს დღეს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ უფროსს, ლაშა ჟვანიას არ ჰქონია შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. 

pirveliradio.ge