„ყოველდღე ავტომატურად ვაღებ დათუნას ოთახის კარს, ჩემს შვილს რომ დავხედო…“ – ზაზა სარალიძე

ხან­გრძლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ზაზა სა­რა­ლი­ძეს დღემ­დე არა აქვს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, ვინ მოკ­ლა მისი შვი­ლი. გა­სუ­ლი წლის 1-ლ დე­კემ­ბერს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის გარ­ჩე­ვას ორი არას­რულ­წლოვ­ნის – და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, მაგ­რამ და­თუ­ნას მკვლე­ლო­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი არა­ვის უგია. რო­გორც შვილ­მოკ­ლუ­ლი მამა ამ­ბობს, მან იცის მკვლე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა, სჯე­რა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­საც აქვთ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა მკვლე­ლე­ბის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად და­და­სას­ჯე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბაა სა­ჭი­რო. ამ­ბობს, რომ მას ბრძო­ლის ძა­ლას მისი შვი­ლი აძ­ლევს და საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს.

ზაზა სა­რა­ლი­ძე, და­თუ­ნას მამა:
– ზეს­ტა­ფონ­ში და­ვი­ბა­დე, ქუ­თა­ის­ში გა­ვი­ზარ­დე, იქვე და­ვო­ჯახ­დი და ორი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე­ ქუ­თა­ი­სის ყო­ფი­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი. ერთხანს ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ­დი, მერე დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი. მა­მაც პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს, დედა და­წყე­ბით კლა­სებს ას­წავ­ლი­და სკო­ლა­ში. მშვი­დი და წე­სი­ე­რი ოჯა­ხი გვქონ­და. ერთი ძმა მყავს, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ორი ვა­ჟის მა­მაა. პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით მივ­ყვე­ბო­დით ცხოვ­რე­ბას. და­თუ­ჩას გამო ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხო­ვრებ­ლად – ბრონ­ქე­ბის პრობ­ლე­მა, ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბი ჰქონ­და. ვი­ნა­ი­დან და­სავ­ლეთ­ში ნეს­ტი­ა­ნი ჰა­ვაა, ექი­მებ­მა თბი­ლის­ში გად­მოს­ვლა გვირ­ჩი­ეს… ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, ეს თუ ელო­და ჩემს შვილს, ნე­ტავ სა­ერ­თოდ არ გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით თბი­ლის­ში-მეთ­ქი. მაგ­რამ ბავ­შვს ისე­თი კრუნ­ჩხვა ემარ­თე­ბო­და, ძლივს გა­მოგ­ვყავ­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან…

დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში 70 ლარი მქონ­და ხელ­ფა­სი, რი­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ოჯა­ხის რჩე­ნა, ამი­ტომ წა­მო­ვე­დი და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი. ბო­ლოს მე და ჩემ­მა­ მე­უღ­ლემ სა­ბი­თუ­მო სა­წყო­ბი ავი­ღეთ. ვცდი­ლობ­დი, კა­ნო­ნის­თვის არ გა­და­მეხ­ვია, ვინ­მე რომ არ მომ­და­ვე­ბო­და, მაგ­რამ ამ გზით გა­მო­რი­ცხუ­ლია ფუ­ლის შოვ­ნა, ამი­ტო­მაც გავ­კოტ­რდით, ბან­კის ვალი დაგ­ვე­დო და ნა­თია სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. რა­საც ის მიგ­ზავ­ნი­და, იმით ვა­ლებს ვფა­რავ­დი, მე აქ ვტაქ­სა­ობ­დი და ჩემი ნა­შოვ­ნი ფუ­ლით შვი­ლებს ვაჭ­მევ­დი.

ჩვენ მარ­ტო მამა-შვი­ლე­ბი კი არა, მე­გობ­რე­ბიც ვი­ყა­ვით… ვგრძნობ­დი მშობ­ლის დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მინ­დო­და, ბავ­შვე­ბი ჩემ­თან გულ­წრფე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მათ ყვე­ლა ნა­ბიჯს ვა­კონ­ტრო­ლებ­დი.

და­თუ­ჩა ისე­თი ბიჭი იყო, პრობ­ლე­მებს არ მიქ­მნი­და, ხელს მი­წყობ­და, მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვი იყო, გულ­ღია, სულ მღე­რო­და და იცი­ნო­და. გული სი­ა­მა­ყით მევ­სე­ბო­და, ამ­ხე­ლა ვაჟ­კა­ცი რომ წა­მო­მე­ზარ­და. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, მამი, მე კაცი-პო­ზი­ტი­ვი ვარ და ვინ რა უნდა და­მი­შა­ვო­სო.

და­თუ­ჩა ერთხანს ცეკ­ვავ­და, მერე სპორ­ტით და­ინ­ტე­რეს­და, “ლე­ლო­ში” თა­მა­შობ­და­ რაგ­ბის და ლი­გა­შიც გა­და­ვი­და. ბოლო დროს წო­ნით 100 კი­ლოგ­რამს გა­და­ა­ჭარ­ბა.… უყ­ვარ­და ჭამა, გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­ჭა­პუ­რი და ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­მა “ხა­ჭა­პუ­რა” შე­არ­ქვა. და­თუ­ჩა თვი­თონ იმ­ზა­დებ­და სად­ილს, არ უყ­ვარ­და “კორ­პო­რა­ტი­უ­ლი” ჭამა (ასე ეძახ­და უფ­რო­სებ­თან, ხალ­ხთან ერ­თად ქე­იფს), მე­გობ­რებ­თან ერ­ჩივ­ნა მოლ­ხე­ნა, მაგ­რამ სწო­რად ვერ შე­ურ­ჩე­ვია მე­გობ­რები, მათ გა­ყი­დეს – სი­მარ­თლეს არა­ვინ ამ­ბობს.

“რო­დე­საც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბის დას­ჯა მო­ვი­თხო­ვე, რა არ გვა­კად­რეს, რას არ გვაბ­რა­ლებ­დნენ. ეს სა­გან­გე­ბოდ კეთ­დე­ბო­და, ხალ­ხს რომ შევ­ზი­ზღე­ბო­დით. მაგ­რამ ეს არც მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბის დას­ჯაა და აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან, სხვა გზა არ ექ­ნე­ბათ. რა უნდა თქვან, რომ არა­ვის მო­უკ­ლავს და­თუ­ჩა? ისე გა­მო­დის, რომ მოკ­ლუ­ლი არის, მკვლე­ლე­ბი კი არ არ­სე­ბო­ბენ”

არც “ნა­ცი­ო­ნა­ლი” ვყო­ფილ­ვარ და არც პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი მქო­ნია. ერთხანს, როცა სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ბონ­დო შა­ლი­კი­ა­ნის ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის დაც­ვა­ში ვმუ­შა­ობ­დი, უფრო სწო­რად, ყა­რა­უ­ლი ვი­ყა­ვი. შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი იყო, ჩვენს ოჯახს მწი­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და და ამი­ტომ სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ბონ­დო იმ­ხა­ნად კენ­ჭს იყ­რი­და “აღორ­ძი­ნე­ბი­დან” და ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მო­მი­წია დამ­კვირ­ვებ­ლად წას­ვლამ, ეს იყო და ეს. სხვა დროს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია პარ­ტი­ებ­თან, არც “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვყო­ფილ­ვარ და არც პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი მქო­ნია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად