გაზის გაჟონვით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა – შვიდივე დაღუპული მუშად მუშაობდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.

ბინაში, სადაც 7 ადამიანი სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზი” ავრცელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ბინის მფლობელი გააფრთხილეს კიდეც.