“კალაძემ ძველბიჭობა დამიწყო” – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ქეთევან წამებულის 67 ნომერში  მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს. ის შემთხვევის ადგილზე კახა კალაძეს შეხვდა. მათ შორის ადგილი ჰქონდა დაძაბულ საუბარს, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძემ მასთან “ძველბიჭობა დაიწყო.”

„მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე რომ ესე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. “ყაზტრანსგაზი” არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის  პასუხისმგებლობის საკითხი და “ყაზტრანსგაზი,” რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და  მაქაცარიასი არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი ,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.