მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს ბესელიას წინააღმდეგ – ელისაშვილი

ეკა ბესელია მე როგორ გულზე მეხატება მთელმა საქართველომ იცის ხო? მაგრამ ეკა ბესელიასთან ასეთი ბრძოლაც კი არის აღმაშფოთებელი და გულისამრევი” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას.

ელისაშვილი ამბობს, რომ ბესელიას დისკრედიტირებული ფიგურაა და ამიტომ მმართველ პარტიას მისი საპარლამენტო უმრავლესობიდან გაშვება უნდა. მისივე თქმით, როცა ის ეკა ბესელიას პატიმრების შეწყალებისა და ამნისტიის საქმეზე დაუპირისპირდა, დეპუტატის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლას კონკრეტული პირები მასაც სთავაზობდნენ. 

“მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამომეყენებინა, მაგრამ არ ვიკადრე. მერჩივნა გავტანჯულიყავი და ჩემი სიმართლე წლების განმავლობაში მემტკიცებინა, ვიდრე ის რაღაცეები მეკადრა რასაც მთავაზობდნენ, მაგრამ მე რომ არ ვიკადრე ივანიშვილმა იკადრა“-აცხადებს ელისაშვი