“სადმე ყრუ ადგილას დავესახლები…” – რას წერდა აფეთქებისას დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი

ტრაგედია დიდ დიღომში – უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილი ერთ-ერთი პირი 30 წლის ლევან დავლაძეა. 

გარდაცვლილი ლევან დავლაძე სოციალურ ქსელში წერდა: “სადმე ყრუ ადგილას დავესახლები, სხვა საუკუნის მგზავრი გვინჯ, სადაც იქნება ცოფი ნაკლები, და უფრო ნაკლები ადამიანი…”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.