ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ჟურნალისტის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს. სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ეკლესიასთან იმყოფებოდნენ  ჟურნალისტის ნათესავები, კოლეგები, მეგობრები.

სამოქალაქო პანაშვიდზე ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფებიან შვილმოკლული მამებიც. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ლევან ჩხაიძის ოჯახს მიუსამძიმრეს.

ლევან ჩხაიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა პრეზიდენტი. ქაშვეთის ეკლესიაში მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

„TV პირველის“ ჟურნალისტი უცხოეთში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.