ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. მათ ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ქურდობაში ადანაშაულებენ.

დაკავებულები „სპარტაკ ცხინვალის“ მოთამაშეები არიან, რომლებიც ანტალიის დაბა ბელექში  ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.  

 ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ,  კი კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და კიდევ  9 ნივთი აკლდათ. გამოიძახეს პოლიცია, ხუთივე ფეხბურთელი სამართალმდაცველებმა სასტუმროში აიყვანეს.