აუქციონი დასრულებულია – აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 400 000 ევროდ გაყიდა (ფოტოები)

2018 წელს აზერბაიჯანულ და სხვა ქვეყნების მედიებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოდელი მაჰბუბა მამედზადე თავის ქალწულობას 100 ათას ევროდ ყიდდა. სწორედ ეს თანხა იყო სასტარტო ფასად მითითებულისაიტზე Cinderella Escorts, სადაც ქალწულობის გაყიდვასთან დაკავშირებით აუქციონები ტარდება, საიტზე ის „მარიას“ სახელითა იყო დარეგისტრირებული. თავის ინტერვიუში ის იმის შესახებაც ყვებოდა, თუ რას აპირებდა მიღებული ფულით, მისი თქმით მას გადაწყვეტილი აქვს საკუთარი სახლი იყიდოს, იმოგზაუროს, აშშ-ში წავიდეს კარიერის გასაგრძელებლად და უპატრონო ძაღლებისთვის აზერბაიჯანში თავშესაფარი გახსნას.

თითქმის ერთი წლის შემდეგ ამ ისტორიას გაგრძელება მოჰყვა. უცხოური მედიის ინფორმაციით სასტარტო 100 ათასი ევრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუქციონი 2 400 000 ევროზე დასრულდა. მოდელის ქალწულობა უცნობმა იაპონელმა პოლიტიკოსმა შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით აუქციონში ასევე მონაწილეობდა ლონდონელი ადვოკატიც, რომელიც 2 000 000 ევროს იხდიდა, და ფეხბურთელი მიუხენიდან, რომელიც მზად იყო 1 500 000 ევრო გადაეხადა.

თავად საიტი სადაც აუქციონი ტარდებოდა ამ თანხის 20%-ს 480 000 ევროს მიიღებს.