“გავაკეთებ საქართველოში პირველ კარგ უნივერსიტეტს” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოტს აქვეყნებს, სადაც იმ სამომავლო გეგმებზე საუბრობს, როცა ტელევიზიაში აღარ იქნება.

„გადავწყვიტე: „რუსთავი 2-ში“ რომ აღარ ვიქნები (არ მკითხოთ როდის. როცა იქნება, ხო აღარ ვიქნები), სიამოვნებით გავაკეთებ საქართველოში პირველ კარგ უნივერსიტეტს. მაღალი დასავლური კლასის, რომ გაგისწორდება იქ სწავლა, მაღალი კლასის ცოდნას მიიღებ და აუცილებლად დასაქმდები. მოკლედ, პირველ ხარისხის ნიშანს შევქმნი ქართულ საუნივერსიტეტო განათლებაში. პირველს, იმიტომ რომ მაღალი კლასის უნივერსიტეტი საქართველოში არ არსებობს. მოკლედ, ასე გადავწყვიტე და ინვესტორებს უნდა დავაკვირდე ერთი“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში