გურიაში ქორწილის ღამეს ახალდაქორწინებულებს საწოლი მოჰპარეს

ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნდა წყვილის შეუღლებას. დეტალები ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაიხსენა.

“სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო.  დაცარიელებული დაგხვდა სახლი.  სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო? მეზობლები დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში,”- თქვა მეზობელმა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.