ვინ არიან გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები

თბილისში, ნაძალადევის რაიონში კნოლევის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს ნაქირავები იყო. “ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული.

გარდაცვლილი არიან 19 წლის დიმიტრი დარბაიძე  და 20 წლის ანი ჯაფარიძე, რომელთა ცხედრების სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი გოგონა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.