თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მეექვსე სართულზე ხანძარია.

 შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო მანქანა.

ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. თუმცა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სადარბაზოდან ხალხის გამოყვანა მოხდა, რადგან ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.