“ლიბერთი ბანკის” მძარცველი ყვითელი “მარშუტკით” გაიქცა

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინფორმაციით, პირი, რო­მელ­მაც ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში „ლი­ბერ­თი ბან­კი“ გა­ძარ­ცვა, ყვი­თელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქსში ჩაჯ­და და წა­ვი­და. ადგილობრივებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ია­რა­ღის გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.

ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, „ლი­ბერ­თი ბან­კი“ გა­ძარ­ცვეს. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე მოხ­და. ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ტე­რი­ტო­რია შე­მო­სა­ზღვრუ­ლია ყვი­თე­ლი ლენ­ტით.