უბედური შემთხვევა თბილისში – 4 წლის ბავშვი სარეცხის მანქანაში შეძვრა, ძმამ კარი მიხურა და ჩართო

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. თამაშის დროს 4 წლის ბავშვი სარეცხის მანქანაში შეძვრა, რა დროსაც მისმა ძმამ კარი მიუხურა და ჩართო. ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ავრცელებს:

“სასწაული ამბავი მოიტანა დედაჩემის მეგობარმა,შვილიშვილი უწევს საავადმყოფოში და იქ ბავშვი მოიყვანესო 4 წლის, საკუთარმა ცოტა უფროსმა ძმამ სარეცხ მანქანაში დაატრიალაო, შევიდა ბავშვი, მიხურა კარი და ძმამ მანქანა ჩართო, დედამ მოუსწრო, გამორთო მანქანა, როგორ გამოამტვრიეს და დასისხლიანებული დასახიჩრებული ბავშვი გამოიყვანესო. ბავშვის მდგომარეობა ამ წუთებში არ ვიცი, თემქის ბავშვთა საავადმყოფოშია. ხვალ მოიტანს ამბავს, იმედი მაქვს გადარჩება აუცილებლად. არ ვიცი ეს როგორ უნდა მომხდარიყო, მართლა ჭკუიდან კინაღამ შევიშალე”, – წერს ნინო ჯღარკავა.