15 წლის გოგონამ სკოლის ეზოში მედიკამენტები დალია-ბულინგი სკოლაში

თბილისის ერთ- ერთ სკოლაში, მე- 9 კლასელებს შორის დაპირისპირება, ერთ- ერთი მოსწავლის მიერ, მისი თანაკლასელის დაცინვით და დამცირებით დაიწყო. ბულინგი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, 15 წლის გოგონამ, ზეწოლას ვერ გაუძლო და დღეს დილით, სკოლის ეზოში მედიკამენტები დალია.

15 წლის გოგონას სუიციდის მცდელობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან თანაკლასელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა სადაც ეწერა, რომ წამლები დალია და თავს შეუძლოდ გრძნობდა.

„მოუვიდა მის თანაკლასელს მესიჯად, რომ რაღაც წამალი მივიღე და ცუდად ვარ. მაშინვე მანდატურის  სამსახური და კლასელები გავიყოლეთ ჩვენ და სკოლის ტერიტორიის  მიღმა ვნახეთ ბავშვი რომელსაც ხელში ეკავა წამალი. დავუძახეთ სასწრაფო დახმარებას. ოპერატიულად მოვიდნენ და გადაიყვანეს ბავშვი იაშვილის კლინიკაში,“-აცხადებს სკოლის მასწავლებელი. 

საქმეში ფსიქოლოგები და სოციალური აგენტები ჩაერთვებიან. მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი აცხადებს, რომ მანდატურის სამსახურს სკოლაში კონკრეტული კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს,