პანკისში დაპირისპირებისას 15 სამართალდამცველი დაშავდა

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებისას 15 სამართალდამცველი დაშავდა. 

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჰესზე საუბარი ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არ არის, რადგან დაზიანდა ტექნიკა, დაშავდა 15 სამართალდამცველი.

შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე პანკისის ხეობაშია. გახარიამ თქვა, რომ შსს იცავს როგორც კონკრეტული სამშენებლო კომპანიის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.

ვითარების ხელახლა ესკალაცია ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანამ გამოიწვია.

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.