სანამ 90% ხეობის არ იქნება თანახმა, რომ ჰესი აშენდეს, მანამდე ის არ აშენდება – გიორგი გახარია

შს მინისტრსა და უხუცესებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. სანამ 90% ხეობის არ იქნება თანახმა, რომ ჰესი აშენდეს, მანამდე ის არ აშენდება – განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულებისას. მისი თქმით მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

“რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს არავინ არ ვაპირებთ მტყუანისა და მართლის ძებნას, ეხლა ყველა უნდა გავჩერდეთ, დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ამის მერე უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეეშალა, ვინ დამნაშავეა. თუ ვინმე გადავიდა და დაარღვია კანონი, ეს ცალკე სალაპარაკოა.

ამ ჰესს რაც შეეხება, ამ ჰესის მშენებლები გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს, ის რაზეც შეთახმდება აქ ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ოღონდ ერთი რამ,ე უნდა იცოდეთ, ქვების სროლა ეს გამოსავალი არ არის. ამიტომ უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს საუკუნობვან ურთიერთობას შეეფერება,” – განაცხადა გახარიამ. 
მისი განცხადებით ამჟამად ჰესის თემა გადადებულია,”ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებლობას 90% მოსახლეობა თუ