უაზრობაა ყველაფერი, არ გვჯერა ჩვენ არავისი არაფერი – პანკისის ხეობის მოსახლეობა გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება

“უაზრობაა ყველაფერი” – ასე ეხმაურება პანკისის ხეობის მოსახლეობა შს მინისტრის დაპირებას, რომ თუ ადგილობრივების 90% ჰესის მშენებლობას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პროექტი არ განხორციელდება.

პანკისის ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ არავისი და თუ კი ჰესის მშენებლობა გაგრძელდება, ისინი აქციებს ისევ განაახლებენ.

„არ გვჯერა ჩვენ არავისი არაფერი. ჩვენ ვართ ყველანი წინააღმდეგები და არ დავუშვებთ. თუ რამეა ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარია ხეობის მოსახლეობასთან მივიდა. ის აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ჰესი არ აშენდება თუ კი ხეობის მოსახლეობის 90% თანახმა არ იქნება. შს მინისტრის განცხადებით ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს.