აშშ-ში ჯანმრთელი ძაღლი პატრონს საფლავში ჩააყოლეს

ძაღლი, სახელად ემა პატრონს საფლავში ჩააყოლეს. ამის შესახებ Indy100 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფმა, შინაური ცხოველის პატრონმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ ძაღლი მასთან ერთად დაეკრძალათ.

ქალის გარდაცვალების შემდეგ ემა ვირჯინიის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ, თუმცა 2 კვირის შემდეგ ანდერძის აღმასრულებლებმა სრულიად ჯანმრთელი ძაღლი თავშესაფრიდან გამოიყვანეს, დააძინეს, კრემაცია ჩაუტარეს და პატრონის გვერდით დაკრძალეს.

ვირჯინია ერთ-ერთია აშშ-ის შტატებს შორის, სადაც ცხოველების ადამიანებთან ერთად დამარხვა არ იკრძალება.