ავარია თუშეთში, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე – მე-18 კილომეტრზე, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მიემგზავრებიან.  ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ადასტურებს, რომ არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. 

„შეტყობინება შემოვიდა, რომ სავარაუდოდ ტურისტების მანქანა არის გადავარდნილი. სავარაუდოდ არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები. რაოდენობა არ ვიცი. პირდაპირ გაემგზავრა მუნიციპალიტეტის მერი და მე დავრჩი ადგილზე,“-ამბობს ალექსანდრე ნასყიდაშვილი 

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.