ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღეს ისევ გაგრძელდება

ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან დღეს ისევ გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ 19:00 საათისთვის შეიკრიბებიან.

მასშტაბური საპროტესტო აქცია კი საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ერთხმად საქართველოს ჰიმნი შეასრულა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა ხელისუფლების მიერ რუსეთის სათათბიროს დეპუტატის მოწვევა.

საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნით, თანამდებობა უნდა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც, რადგან მათი თქმით, გავრილოვისსისხლიანი ღამის მოველენებზე პასუხისმგებლობა სწორედ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება