“არ დაგიმალავთ, წასვლა მე ვთხოვე პრემიერს”- სერგეენკო გადადგომის მიზეზებზე საუბრობს

დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის.

მეტიც, სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს რეკომენდაცია თავად გაუწია.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი.

არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, – დავით სერგეენკო