ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული დაჭრეს

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ყბის მოტეხილობის გამო, ამ ეტაპზე ექიმები ქირურგიულ ოპერაციას გეგმავენ. ​

მომხდარზე გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, ხოლო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.