„დამიფასეს… ძალიან დიდი მადლობა ივანიშვილს, ბახტაძეს“ – ზურა ხაჩიძე

„ქუჩის ბიჭი“ ზურა ხაჩიძე, რომელიც შოუ-ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და რამდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა, ბიძინა ივანიშვილს მადლობა უხდის.

„თუ დაფასებაა ის, რომ ჩემს რეგიონში რამე სასიკეთო გავაკეთო, პირდაპირ გეტყვით, რომ ალბათ, დამიფასეს. მადლობა ღმერთს, რომ პოლიტიკური გუნდი მის მხარდამჭერებს უფასებს, გვერდში იყენებს და აძლევს შანსს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს.

ოჯახი ერთ პოზიციაზე ვდგავართ, თუმცა განსხვევბული აზრებიც გვქონია სხვადასხვა ეთერში. თუმცა, ჩვენი ოჯახი შეთანხმებულია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” ის გუნდია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება და გვერდში დავუდექით. თუ ეს დამიფასა და მომცა შანსი, რომ ამ რეგიონში რამე დადებითად წავიყვანო, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ და პოლიტიკურ ხელმძღვანელს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. არ ვიცნობ ივანიშვილს, მას მადლობა მინდა ვუთხრა რეგიონში განხორციელებული ინვესტიციისთვის, რომელიც აბასთუმანში ხდება. ეს არის უნიკალური შემთხვევა, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს და გამონაბოლქვით მანქანა არ იმოძრავებს. რებილიტაცია მიდის მთლიანად აბასთუმანის, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ბაჯაღლო ამ რეგიონის. კიდევ არ გამიცნია ბატონი ბიძინა”, – განაცხადა ზურა ხაჩიძემ