ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია პუტინის გადაწყვეტილების შესახებ – აბაშიძე

“ამ ეტაპზე ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, სერიოზული ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს“ – აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პუტინის ბრძანებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები, ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე“ – განუცხადა აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს.

ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს.

ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯით, რომელსაც კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის, საქართველო წლიურად მილიონ ნახევარ ტურისტს კარგავს, საერთო ტურისტების რაოდენობის 20%-ს.