ლედი გაგა ახალ ფილმში ბრედლი კუპერის შეყვარებული იქნება

ლედი გაგა და ბრედლი კუპერი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ. კერძოდ კი “გალაქტიკის მცველები 3”-ში.

ამავე ცნობით, ფილმში ლედი გაგა ბრედლი კუპერის შეყვარებული იქნება. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არაა.

გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მათ რომანი აქვთ. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო და თქვა, რომ მხოლოდ მეგობრები არიან. 

ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილი ჩაშალა. ბრედლი კუპერი კი ირინა შეიკს დაშორდა.