“მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო აღრიცხვაზე დადგა, ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ის მზადაა უკრაინა იარაღით ხელში დაიცვას:

„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე, შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს და გამოსადეგი ვარ სამხედრო სამსახურისთვის, ასე რომ მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა“- წერს მიხეილ სააკაშვილი და ასევე სამედიცონო სფეროს წარმომადგენლების დაბალ ანაზღაურებაზე და არასახარბიელო პირობებზე საუბრობს.