“პატარა გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე მდინარეში დაიხრჩო…” – ტრაგიკული შემთხვევა სენაკში

სენაკში,სოფელ, სახარბედიოში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მდინარე ცივში მამისა დაშვილის ცხედრები იპოვეს. ძებნის პროცესი 28 ივნისის ღამიდან დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასული და მას შემდეგ აღარვის უნახავს. სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი იყო ჩართული.

სენაკისმუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის ინფორმაციით, მამა-შვილი მდინარეში საბანაოდ ჩავიდნენ. გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც მამაც და შვილი დაიხრჩო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.