პუტინმა საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უკან დაბრუნების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა და ამასთან რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაავალა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და უზრუნველყოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამ ბრძანების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების განხორციელება. ბრძანება ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიებები რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით ხორციელდება.