რაც უფრო გაგვიძალიანდებიან, ჩვენ უფრო გავძლიერდებით – აქციას სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან

პარლამენტის წინ აქციას მსახიობები და სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან. აქციაზე იმყოფებოდა მსახიობი ნინო კასრაძე. ის ახლაგაზრდების მოთხოვნას სოლიდარობას უცხადებს.

„ჩემი პასუხი არის, რომ მე ვარ აქ და ამ ახალგაზრდების და ამ ხალხის გვერდზე, ინტერპრეტაციები ყველამ თვითონ გააკეთოს, მაგრამ ახლაგაზრდების ხმას, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაიგებენ, სხვა შანსი არ არის, გამოსავალი არ არის,“ – განაცხადა კასრაძემ.

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი, ნატა ფერაძე, რომელიც ასევე, შეუერთდა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გამართულ თავისუფლების მარშს, ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტი არ შეწყდება, მანამ, სანამ შს მინისტრი არ გადადგება.