ფოტოკოლაჟი ბლექ სი არენადან სადაც Black Eyed Peas-ის კონცერტით სეზონი გაიხსნა

16 ივნისს “ბლექ სი არენაზე”, შეკვეთილში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართა, რომლითაც ამ ზაფხულის სეზონი გაიხსნა. 

წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ქართველი მსმენელისა და ჯგუფის მიერ ერთად შესრულებული, ჰიტად ქცეული სიმღერა “Where is the Love” იყო. ასევე ყველას დაამახსოვრდა ჯგუფის მიერ სცენაზე საცეკვაოდ მიწევეული პატარა ბიჭი, რომელმაც მუსიკოსებთან ერთად რამდენიმე სიმღერაზე იცეკვა.

გუშინდელი სარამოს ფოტოკოლაჟი “ბლექ სი არენას” Facebook-ზე გამოქვეყნდა.