ქართველები მასობრივი დეპორტაციის მოლოდინში – რუსეთში უსაბუთოების დევნა დაიწყო

საქართველოში, დუმის დეპუტატთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთში მცხოვრები ქართველების შევიწოება დაიწყეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ რუსეთში მცხოვრები ქართველები წერენ, მიმდინარეობს აქტიური შემოწმება და კონტროლი.

„რაც წლების წინ გამოვიარეთ, როცა ქართველებს ერთად ტენიდნენ და საქართველოში აგზავნიდნენ, იგივეს მოლოდინში ვართ. იმ ადგილებს აკონტროლებენ, ამოწმებენ, სადაც ქართველების თავშეყრის ადგილებია, პირველი ეტაპი უსაბუთოებზეა, ვისაც ოდნავ რამე დარღვევა აქვს საბუთთან დაკავშირებით, დევნიან. პრინციპში, მიზეზიც არ სჭირდებათ, ჩვენი შევიწროება დაიწყო. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ იგივე გველის, რაც ერთხელ უკვე გამოვიარეთ – მასობრივი დეპორტი საბარგულით“ , – წერს რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი „მედიაცენტრ მთავარს“.    

ინფორმაციას, დევნისა და შევიწროების შესახებ, რუსეთში მცხოვრები სხვა ემიგრანტებიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩარეა.

წყარო: mcm.ge