“ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება… საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი”- ლევან ვასაძე

„მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, თუმცა საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. შს სამინისტროში მიმდინარეობს დაკითხვა ადამიანების, თუმცა ცოტა ნაწყენი ვარ რომ მე არ დამიბარეს დაკითხვაზე, მე არ ვთქვი ის რაც ვთქვი? ამ ამბებზე მერე მოვყვები და თუ ცოცხალი ვიქენი მემუარებსაც დავწერ.“- განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძის თქმით ,მისი მოსალოდნელი ფიზიკური განადგუირების შესახებ ინფორმაცია, სწორედ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღო.

ლევან ვასაძის განცხადებით, არასამთავრობოების და მედიასაშუალებების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები და დეზინფორმაციის გავრცელება:

„ეს კვირა იქნება მათი ფართხალისა და პროვოკაციების კვირა, იქნება დეზინფორმაციები, რომ აქ ვატარებთ, იქ ვატარებთ და გაგვაწვალებენ.“- განაცხადა ვასაძემ.