16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცი დაკავებულია

ლაგოდეხში, 40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დაკავებულია.დაზარალებული გოგოს ადვოკატის თქმით, მუხლი გადაკვალიფიცირდა და მამაკაცს ბრალი 137- ე, გაუპატიურების მუხლით წარედგინა.

ლია ხუროშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა გოგონა, რომელმაც დეტალურად აღწერა კაცის მხრიდან მასზე 2-ჯერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

არასრულწლოვანმა მაისის თვეში ბავშვი გააჩინა, რომელიც ამ დრომდე ლაგოდეხის საავადმყოფოში იმყოფება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.