ავარიის შედეგად სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა

ავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი, გიორგი დოინჯაშვილი დაიღუპა ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას“ – აღნიშნულია განცხადებაში.