“ბრძანება მე გავეცი” – გიორგი გახარიას აღიარება

გასცა თუ არა ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო გიორგი გახარიამ – შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას აღნიშნულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა:

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტეტბი და მართლწესრიგი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.