რუსთავი2-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე შეწყვიტა. ეთერი რამდენიმე წუთის წინ გაითიშა. ამ დროისთვის არხის მაუწყებლობა შეწყვეტილია და შავ ფონზე მხოლოდ ტელეკომპანიის ლოგოა გამოსახული.

„ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილ აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია. ვხედავთ აქ აბსოლუტურად ნაცნობ სახეებს, რომლებიც ყველა ვითარებაში ჰყვას გავეშებული საქართველოს პროპუტინისტურ ხელისუფლებას, ახლა უკვე შეგვიძლია, ეს დანამდვილებით ვთქვათ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს გაბუნიას ძალიან სამწუხარო ინციდენტისა და შეცდომის ერთადერთი პ[ოიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებნაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია, მივიღეთ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ხარისხის უსტრაცია, ვიდრე ეს იყო გავრილოვის მოვლენების დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა მის ეთერში პუტინის უხამსად მოხსენიება. ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი „რუსთავი2-„ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას. მაშ ასე, რუსთავი2 წყვეტს საკუთარ მაუწყებლობას, ჩვენ ახლა ვაქრობთ მიმდინარე ეთერს, ყველა ჟურნალისტი შემოვა ტერიტორიაზე.“, – განაცხადა გვარამიამ.