გურამიშვილზე მოკლული ახალგაზრდები ძმები არიან

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე , მარჯანიშვილის 78 ნომერში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი ძმები არიან.

თვითმხილველების თქმით ახალგაზრდებს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა. 

ცხედრები საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

წყარო: newposts.ge