„ჩვენ არ ვაპირებთ არსად წასვლას… ახლა თქვენ პირველად ნახავთ სერიას, როგორ დავიცავთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, ოკუპაციის მიუხედავად და როგორ ვერ იფრენენ პეპლები ეთერში“ – ნოდარ მელაძე

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ – ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში რ2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის განცხადება სწორედ ისე აღიქვეს ზემოხსენებულმა ორგანიზაციებმა, როგორც კურიერის ჟურნალისტებმა.

„დამუფძნებელი, რომელსაც ტელევიზია გადაუფორმეს სამ საათში და რომელიც ჯერ ტელევიზიაში არ მოსულა, არ შეხვედრია არცერთ ადამიანს, რომელიც ქმნის ამ ტელევიზიას, განცხადებების ენით გევლაპარაკება და გვადანაშაულებს დესტრუქციულობაში. ჩვენ ვასრულებთ პირნათლად ჩვენს მოალეობებს, მას მერე რაც გადაფორმდა ხალვაშზე ტელევიზია. დღეს მოვიდა რეიტინგები და დიდი უპირატეოსბით უგებს რუსთავი 2 სხვა ყველა ტელევიზიას. პაატა ალიას არ აქვს პრობლემა ჩვენთან კომუნიკაციის და რას ნიშნავს დესტრუქციულობა ახსნას. კაპრიზები არავის აქვს, მაგრამ ეს არის ტელევიზიის გუნდი, როცა ხალვაში გვბომბავდა ეს ტელევიზია შვუნარჩუენთ ამ ქვეყანას მთავარი არხის სახით“ – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მისი განცხადებით სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზიის მცდლეობა არავის ქონია, „იყო მსჯელობა და მსჯელობის უფლებას ხალვაში ვერ ჩამოგვართმევს, ეს ჟურნალისტების მოვალეობაა, წაიკითხონ და დასვან კითხვები“ – განაცხადა მელაძემ.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ჟურნალისტების მხრიდან იქნება გარანტირებული ეთერი. მელაძის თქმით, ისინი ჩამოყალიბებული არიან კონკრეტულო სამოქმედო სტრატეგიაზე. კერძოდ, მისი განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ეხება მედიაპლურალიზმსა და სახელისუფლლო გავლენებისგან თვისუფალ ყველაზე დიდი ტელევიზიაში ცენზურის დაწესების მცდელობას, ამის შესახებ იყოს საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული.

„ჩვენ არ ვიქნებით მარტო ამ ბრძოლაში, ვიქნებით ძალიან თანმიმდევრულები. გვექნება კონკრეტული გეგმა და ამ გეგმას მივყებით. ჩვენის მხირდან იქნება გარანტირებული ეთერის უზრუნველყოფა და ხარისხიანი პროდუქტი და არავის მივცემთ იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ვინმეს რამე საბოტაჟი მოვუწყვეთ… ამას ვერ იტყვის ვერც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, რომელთანაც მე დღის განმავლობაში რამდენჯერმე მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, რადგან როცა საქმე ეხება მაუწყებლობას, 9 საათიანი კურიერი უნდა გავიდეს თავის ეთერში, ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება რუთვი 2-ის მფლობელი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მაყურებელთან… აქამდე ქართულ საზოგადოებას აქვს ნანახი ბევრი სერია, როგორ ახდენდა სხვადასხვა ხელისუფლება მისი სატელიტების საშუალებით ტელევიზიების ოკუპაციას. ახლა თქვენ პირველად ნახავთ სერიას, როდესაც ტელევიზიაში მყოფი ადამიანები აჩვენებენ პრეცედენტს, როგორ დაიცავენ ამ ოკუპაციის მიუხედავად, სარედაქციო დამოუკიდებლობას და როგორ ვერ იფრენენ პეპლები ეთერში … ამას ნახავთ აუცილებლად ,რადგან აქ იქნება გარანტირებული ყველას ხმა – აქ იქნება ხალხის ხმას, ოპოზიციისაც, სამოქალაქო საზოგადოებისაც, ხელისუფლებისაც და იქნება კრიტიკა აუცილებლად. ბოლო წუთამდე, ვიდრე პაატა სალია არ დაწერს ბრძანებებს და არ გვეტყვის, რომ ჩვენ ვართ გათავისუფლებული და რომ გაგვათავისუფლებს, მერე რა თქმა უნდა, სასამართლოში უნდა დაადასტუროს ეს ყველაფერი და სასამართლოს გზით ვიდავებთ მათთან. საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საიამ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მათი იურისტები იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები სასამართლოებში, ასეთი ბრძანებების არსებობის შემთხვევაში და მესამე, რაც შეეხევა მფლობელობაზე არსებულ პრეტენზიებს, ვისმენთ ყველას არგუმენტებს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია სარედაქციო დამოუკიდებლობა და გვაქვს ჩვენი თავის იმედი. ყველა ვინც ცდილობს, რომ მოექცეს ტელევიზია მისი გავლენის ქვეშ, ცდილობს სარედაქციო პოლიტიკა გადაქაჩოს აქეთ და იქით, ჩვენ გვაქვს ჩვენი თავის იმედი და არ ვაპირებთ არსად წასვლას“ – განაცხადა ნოდარ მელაძემ.