საქართველოს ბანკმა საკუთარ მომხმარებლებს ახალი პროდუქტი იპოინვესტიცია შესთავაზა

იპოინვესტიცია სასურველი ფართის შეძენის უნიკალური შესაძლებლობაა სწორედ მათთვის, ვინც უკვე ფლობს და აქირავებს უძრავ ქონებას და ამავდროულად სურს შეიძინოს დამატებით +1, რომელსაც ასევე გააქირავებს.
ბანკი სესხის აღებისას მომხმარებლის შემოსავლად იმ სამომავლო ქირის თანხას გაითვალისწინებს , რაც მსესხებელმა შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს; კომერციული ფართის შეძენის შემთხვევაში კი არსებული იჯარა არ არის სავალდებულო.
და რაც მთავარია, მომხმარებელი 6 თვე არ იხდის სესხის ძირსა და %-ს; ამ დროის განმავლობაში კი აქვს შესაძლებლობა, მშვიდად მოაწყოს ახალი შენაძენი, გააქირაოს და შედეგად მიიღოს მეტი ფინანსური სარგებელი.