სახლი, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა

ეს უცნაური ნაგებობა ავსტრიაში, კერძოდ კი ტიროლში, აგვისტოს ბოლოს გაიხსნა. მის შექმნაში პოლონელმა არქიტექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. ყირამალა შენობები ბევრ ქვეყანაში შეგხვდებათ (სხვათა შორის, ბათუმშიც, შ. ხიმშიაშვილის ქ. N11-ში მდებარეობს მსგავსი შენობა – რესტორანი „ყირამალა“), თუმცა ტიროლის ყირამალა სახლში არქიტექტორებმა ირეკ გლოვაცკიმ და მარეკ როჟხანსკიმ ამოაყირავეს ყველაფერი – ავეჯი, უნიტაზები, მანქანაც კი, რომელიც ავტოფარეხში „კიდია“.
ამ სახლში ექსკურსია სერიოზული გამოცდა იქნება თქვენი ვესტიბულარული აპარატისთვის.
სახლი, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა, პატარა ავსატრიულ სოფელ ტერფენესში მდებარეობს, ინსბრუკთან ახლოს. აქაურობა ტურისტებისთვის ახალ „ატრაქციონად“ იქცა.
ამ სახლის აშენებას 8 თვე დასჭირდა. სახლი საკმაოდ დიდია – მისი ფართობია 140 კვ.მ.;
იგი უდავოდ მიიზიდავს ტურისტებს და ეს არც არის გასაკვირი – ყოველდღე ხომ არ გვეძლევა შანსი, ასეთი უცნაური რაკურსით დავინახოთ ისეთი ჩვეულებრივი ნივთები, როგორიცაა ტელევიზორი, სავარძელი, ხელსაბანი ან უნიტაზი.
სახლს ავტოფარეხიც აქვს, რომელშიც „ფოლკსვაგენ ხოჭოა“ ჩამოკიდებული. სწორედ ეს დეტალი იქცა ამ ყირამალა სახლის სავიზიტო ბარათად.
„ჩვენი მიზანია, ვავაფართოოთ ადამიანების შეხედულება თანამედროვე არქიტექტურაზე. ეს ახალი სახლი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სულაც არ არის აუცილებელი სახურავი ზემოდან იყოს. ჩვენ რეალობის სხვაგავარად აღქმაც უნდა ვისწავლოთ,“ – ამბობენ არქიტექტორები. ისინი ასევე გეგმავენ, ამ ყირამალა სახლისთვის შესაფერისი ლანდშაფტის დიზაინიც შეიმუშაონ.
აღნიშნული პროექტის მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაა.
თუ როგორ ინარჩუნებს სახლი ბალანსს სახურავის კიდეზე, ეს პოლონელი დიზაინერების საიდუმლოა.
სახურავების შესახებ ბევრი საინტერესო და თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ვებგვერდზე: https://metalokramiti.ge/