Coocle-ის ახალ შტაბ-ბინას რობოტები აშენებენ?

როცა საქმე Coocle-ს ეხება, რა თქმა უნდა, იქ არასდროს არაფერია ბანალური.
კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ მაუნტინ-ვიუში Coocle-ის შტაბ-ბინის მშენებლობა მაქსიმალური ტემპით მიმდინარეობს. ეს არის კომპანიის პირველი ოფისი, რომლის აშენება კომპანიამ ნულიდან დაიწყო.
ფოტოსტუდია „The 111th“ მშენებარე ობიექტის ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც აეროგადაღებით მოიპოვა.
ფოტოები გვაძლევს საშუალებას, ვნახოთ ეს არასტანდარტული შენობა, რომლის პროექტზე ერთობლივად მუშაობდნენ დანიელი არქიტექტორის ბიარკე ინგელსის კომპანია BIG და ლონდონური Heatherwick Studio, რომელსაც არქიტექტორი თომას ჰეზერვიკი ხელმძღვანელობს.
კომპლექსი ერთმანეთთან ახლოს მდგომი სამი შენობისგან შედგება. თითოეულს თეთრი გუმბათები ამკობს, რომლებიც მკვეთრად ჩაზნექილი პანელებით არის დაფარული. ასეთი დიზაინი ტალღების ულამაზეს ეფექტს ქმნის.
ფოტოებზე ჩანს, რომ ყველაზე დიდი შენობის გადახურვა თითქმის დასრულებულია. სახურავზე უკვე ჩასმულია ფანჯრები, რომლებსაც „ღიმილის ჩირაღდნები“ შეარქვეს.
ინგელსის და ჰეზერვიკის კომპანიებმა Google-ის შტაბ-ბინის პროექტი 2015 წელს წარმოადგინეს. მაშინ არქიტექტორები ირწმუნებოდნენ, რომ მშენებლობის პროცესი მთლიანად რობოტიზირებული იქნებოდა.
მაგრამ მშენებლობის ფოტოებზე ამ ეტაპზე რობოტების არავითარი კვალი არ ჩანს, ტერიტორიაზე მხოლოდ სამშენებლო ტექნიკა დგას – მათ შორის, ჩვეულებრივი ამწეები და სატვირთო მანქანები.
რაც შეეხება შიდა ინტერიერს, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენობაში ავეჯი და ტიხრები გადასაადგილებელი იქნება. ეს მხოლოდ ერთი ნიუანსია სამუშაო სივრცის დიზაინის ახალი სტანდარტისა, რომლის შექმნაც Google-მა დაისახა მიზნად.
BIG და Heatherwick Studio ასევე გუგლის ლონდონურ ოფისზე მუშაობენ და ქალაქ სანვეილში, კოლორადოს შტატში, გუგლის ოფისის მშენებლობასაც გეგმავენ.
მთლიანობაში კომპანია Google-ს 70-მდე ოფისი აქვს მსოფლიოს 50 ქვეყანაში.
თუ თქვენც აშენებთ სახლს ან არემონტებთ ბინას, ბევრი სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიძიოთ ვებგვერდებზე:
მოძრავი ხარაჩო
ფრანგული გასაჭიმი ჭერის ფასები