დღეს გახსნილი ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, გუმბარიძე “ინტერმედიას” საქმეზეა დაბარებული, ის ამ კომპანიის დამფუძნებელია.

ზუკა გუმბარიძე გენერალურ პროკურატურაში მისვლას ადვოკატთან ერთად 2 ოქტომბერს, 14 საათზე აპირებს.

ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობა დღეს, პირველ ოქტომბერს დაიწყო.