დავით კიკალიშვილი „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს

“ფორმულა ევროპიდან” ასე ერქმევა გადაცემას, რომელსაც ყოველ კვირას ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში დავით კიკალიშვილი წაიყვანს.

უკვე ჩაწერილია საცდელი გადაცემებიც.

შეგახსენებთ, რომ დავით კიკალიშვილი 20 წელი გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანი იყო. 2016 წელს კი თავისი სურვილით დატოვა ტელეკომპანია “რუსთავი 2” და საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა.

წყარო: radiotavisupleba.ge