“დასთან კონფლიქტი ჰქონდა…” – ვაკეში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალები

საზარელი შემთხვევა ატენის ქუჩაზე – წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭმა ლევან აბაშიძემ დედა- ირინე გედევანიშვილი და და თაკო აბაშიძე მოკლა შემდეგ კი, თავი მოიკლა.

როგორც “ნიუპოსტს” უყვებიან, ლევან აბაშიძეს დასთან კონფლიქტი ჰქონდა და სწორედ ამას მოყვა შემზარავი შემთხვევა. თუმცა, ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ.

მათივე თქმით, ლევანი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

წყარო: newposts.ge