თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – თეთრი ხალათების აქცია

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში მედიკოსები თეთრი ხალათების აქციებს მართავენ. აქციები სხვადასხვა კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო. მედიკოსები ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებისათვის საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასაც მიმართავენ. ექიმების ნაწილი დღესვე საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება.